თბილისის მე-8 ფილიალის N0830 ბრიგადა გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც ქუჩაში ჩოჩქოლი შეამჩნია. ადგილზე შეკრებილი ადამიანები დახმარებას ითხოვდნენ.
ბრიგადის წევრები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სადისპეტჩეროს და გამოძახების მისამართზე სხვა ბრიგადის გაგზავნა ითხოვეს. გამვლელებს სკამზე ჰყავდათ დასმული დაახლოებით 90 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც პარამედიკოსი მალხაზ შენგელია იხსენებს, პაციენტის პირველადი შეფასებით დადასტურდა სუნთქვისა და პულსის არარსებობა.
ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე მონაცვლეობით ასისტოლია და ფიბრილაცია ფიქსირდებოდა.
დაახლოებით 28-წუთიანი უწყვეტი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მონიტორზე აღდგა სინუსური რითმი. პაციენტი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციით ფორს-მაჟორულ რეჟიმში შეიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დადგინდა, რომ ანამნეზში კარდიომიოპათია და სხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
მკურნალობა შესაბამის განყოფილებაში გაგრძელდა. მოგვიანებით ხანდაზმული მამაკაცის შვილიშვილი პარამედიკოს მალხაზ შენგელიას დაუკავშირდა და ბაბუას გადარჩენისთვის მთლიან ბრიგადას მადლობა გადაუხადა. პაციენტის მდგომარეობა დღითი-დღე უმჯობესდება და მალე ბინაზე გაეწერება.
როგორც პარამედიკოსი გვიყვება, პაციენტის სრულყოფილ მართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბრიგადის უმცროსმა ექიმმა მარიამ ობოლაძემ და ბრიგადის მძღოლმა მიხეილ მჭედლიშვილმა, რომლებიც უწყვეტად და შეუფერხებლად იყვნენ ჩართულნი რეანიმაციის პროცესში.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ თბილისის მე-8 რაიონული სამსახურის ბრიგადის თითოეულ წევრს დროული, პროფესიონალური და ეფექტიანი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის და კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის.
#გვეამაყება
პარამედიკოსი მალხაზ შენგელია
უმცროსი ექიმი მარიამ ობოლაძე
მძღოლი მიხეილ მჭედლიშვილი
#შენისიცოცხლისგადასარჩენად




