თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციაულურ ქსელ "ფეისბუკზე" დაწერილია პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

კერძოდ, საქმე ეხება ჟურნალისტს მიერ 22 ივლისსა და 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტებს და 1 ვიდეოს. მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

„მე სრულიად დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი ისევ შალვა პაპუაშვილი იქნება 30 დღის შემდეგაც. ლადო ბოჟაძეც!“— ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში მისთვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ პატიმორბას. 

შეგახსენებ, "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული პოსტების გამო ჟურნალისტს უკვე შეფარდებული ჰქონდა 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 6 000-ლარიანი ჯარიმა.