თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა.
გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს "თბილისი მოლიდან" რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი საპროტესტო აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ს ქადაგიძეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებიდან მალევე ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.