საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

რკინიგზის ცნობით, „სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა“.

„მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.