საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ახალგაზრდა მეწარმის ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა.
ნიკო კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის.
შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კაველაძეს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა - სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდადებულ ირაკლი ბიბილეიშვილი 3 წლით კვლავ პატიმრობაში დატოვა.
2022 წლის 30 მაისს თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა ძმებ კაკულიებზე სოციალურ ქსელში დაწერა: დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები




