ბაქოში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ასპარეზობაში 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაებნენ.
ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალაშვილმა, ისრაელელი იზაკ აშპიზი და პორტუგალიელი ტრალაო ფერნანდეში დაამარცხა და მეოთხედფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, იაპონელი რიუჯუ ნაგაიამას დაუპირისპირდა.
შეხვედრა იაპონელმა ძიუდოისტმა იპონით მოიგო.
გიორგი სარდალაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ფრანგ რომან ვალადიე რიკარს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა. მისი მეტოქე მედლისთვის ორთაბრძოლაში ტაიპეელი იან იუნ ვეი იქნება.
მეორე ბრინჯაოს მედლისთვის რუსი აიუბ ბლიევი და იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა იჭიდავებენ.
ოქროს მედლისთვის იჭიდავებენ აზერბაიჯანელი აჰმედ იუსუფოვი და ყაზახი შერზოდ დავლატოვი. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში რიუჯუ ნაგაიამა იუკოთი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს, 2024 წელს კი ოქროს მედალი მოიპოვა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




