ჩვენი სამშობლო ჩვენი სიამაყეა. ჩვენი სიამაყეა საქართველოს თვითმყოფადობის სამი უმთავრესი საყრდენი - მამული, ენა და სარწმუნოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი სიამაყეა ჩვენი სამშობლოს თითოეული ულამაზესი კუთხე - ულამაზესი ბუნებითა და ულამაზესი ადამიანებით; ჩვენი სიამაყეა ჩვენი უნიკალური ენა და დამწერლობა; ჩვენი სიამაყეა საქართველოს დედა ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს წმინდა ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - ილია მეორეს, რომელმაც თავისი სიბრძნითა და ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში“, - განაცხადა პრემიერმა.