სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპო ციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.
გეკა გელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნამდე იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.








