26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება

🔹12:00 -16:45 - კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით

🔹12:00 -19:00 - საბავშვო შემეცნებითი აქტივობები - ქართული თემატიკის ნახატებისგან დამზადებული სტიკერები; ძველი ფოტოების გაცოცხლება; ნიღბების, მუზარადების, გვირგვინების დამზადება; თაბაშირის გაფერადება, ხეზე დროშის ხატვა, მინი მოლბერტებით მინი ესკიზის დამზადება, სახეზე მოხატვა; ზღაპრის გმირები
🔹13:00 / 15:00 / 17:30 აზოტის შოუ
🔹12:00-19:00 - სოციალური საწარმო ,,კოდალა“
🔹12:00 – 19:00 - საბავშვო კინოთეატრი: ქართული ანიმაციის ჩვენება
🔹12:00 – 20:00 - სპორტის სივრცე - ფოტოზონები; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები; საგამოფენო სივრცე; ვირტუალური სივრცე; შეხვედრა სპორტსმენებთან
🔹12:00 – 20:00 - ღვინის სივრცე - ქვევრების ინსტალაცია; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართული ღვინის დეგუსტაცია
🔹12:00 – 19:00 - საგამოფენო სივრცე - ქართული ნაქარგების და ქსოვილების ნიმუშები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო აქტივობები
🔹12:00 – 19:00 - ყვავილების სივრცე - გარდენია შევარდნაძე
🔹საბავშვო შემეცნებითი აქტივობები - ხელნაკეთი ნივთების, თიხის მოხატვა, მწვანე გაკვეთილები
🔹სცენა - მუსიკალური ნომრები, საუბრები - ანიმაციაზე, ქართულ კინოზე, ტელევიზიაზე
🔹12:00 – 20:00 - კვების კუთხე და DJ
🔹17:10 - პრეზიდენტის სასახლის ეზო - ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
#26მაისი #ესდღეჩვენია

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.