საპენსიო სააგენტოს 31 იანვრის სტატისტიკური მონაცემები საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 591 ათასი ადამიანია.
2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16,229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი.საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა. - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.