პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური,

 ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.