საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (04.10.2025)

"არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩნდეს, როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.

არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო. " - ნათქვამია საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „ნაცმოძრაობის“ წევრებსა და მეტეხის ტაძრის მსახურ პირებს შორის, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი - გამოესარჩლნენ მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება