ელექტრონული ხელმოწერა,  სანოტარო არქივის გაციფრულება,  დისტანციური სანოტარო აქტები - სანოტარო სერვისების გაციფრულების თემებზე კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს.

გაციფრულების პროექტი ნოტარიუსთა პალატის პრიორი

ტეტია. გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენელმა დავიდ ზიგელმა ქართველ კოლეგებთან, გერმანიის სანოტარო სისტემაში სამართლებრივი დოკუმენტების გაციფრულების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოში ელექტრონული სანოტარო სერვისების შესახებ კი, ნოტარიუსთა პალატის იურისტმა ნინო ხარიტონაშვილმა ისაუბრა.

ონლაინ მინდობილობა, განცხადება/გარიგება, - ეს ის სანოტარო სერვისებია, რომლებსაც ქართველი ნოტარიუსები დღეისათვის გასცემენ. ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით კი, ნოტარიუსთა პალატა მუშაობის დაწყებას სამომავლოდ გეგმავს.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ,

გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის  წარმომადგენელმა, სასამართლო მრჩეველმა რიჰარდ ბოკმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. 

 

კონფერენციაში ქართული და გერმანული ნოტარიატის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, მედიატორთა ასოციაციის, სამეცნიერო სფეროს, გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის - IRZ-ის  და სიპების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.