სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.

აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.

ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. 

კორდონის გარღვევა აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ერთხელ სცადეს, როდესაც გემზე ერთ-ერთმა პირმა რუსეთის დროშა გამოფინა, თუმცა სიტუაცია მნიშვნელოვნად არ დაძაბულა. ამასთან, საკრუიზო ხომალდის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციაზე შეკრებილებს შეურაცხმყოფელი ჟესტით მიმართა.

ბათუმის პარალელურად აქცია თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა.