როცა ხანდაზმულ ადამიანს პნევმონიის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების ან გულის უკმარისობასთან დაკავშირებული მკურნალობა სჭირდება, ოჯახს ახალი პასუხისმგებლობები უჩნდება.

თუ ექიმმა დამატებით ჟანგბადის თერაპიაც დანიშნა, გადასაჭრელია პრაქტიკული საკითხებიც: რამდენი ჟანგბადი სჭირდება პაციენტს, რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს აპარატი და ვინ უნდა აკონტროლოს მისი გამართული მუშაობა. ასეთ შემთხვევებში ყველაზე მოხერხებულია სანდო პროვაიდერისგან სახლის ჟანგბადის კონცენტრატორის ქირაობა.

ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებით ხშირად საჭიროებენ ოქსიგენოთერაპიას სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების, მწვავე ინფექციური მდგომარეობის თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს. ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობაში ზღვის დონეზე სატურაცია დაახლოებით 95%–100%-ის ფარგლებშია, ხანდაზმულ ადამიანებში კი ეს მაჩვენებელი დაავადების გარეშეც 93%-97%-მდე მცირდება. თუ ავადმყოფობის პერიოდში სატურაცია უფრო ქვეითდება, ექიმმა შეიძლება სახლში ჟანგბადის აპარატის გამოყენებაზე გასცეს რეკომენდაცია, ჰიპოქსიის (ორგანიზმის ჟანგბადის შიმშილი) თავიდან ასარიდებლად.

აღსანიშნავია, რომ კონცენტრატორი COPD-ს, პნევმონიას თუ გულის უკმარისობას პირდაპირ არ მკურნალობს. მისი დანიშნულება ორგანიზმისთვის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ოპტიმალური რაოდენობის ჟანგბადის მიწოდებაა.

თუ პაციენტის მდგომარეობა სხვა მხრივ სტაბილურია, ექიმი, როგორც წესი, მას ოქსიგენოთერაპიისთვის კლინიკაში არ იბარებს და მკურნალობის სახლში გაგრძელებაზე გასცემს რეკომენდაციას. მაგალითად, COPD-ის გამწვავების ან პნევმონიის შემდეგ დამატებითი ჟანგბადის საჭიროება ზოგჯერ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგაც რჩება. ასეთ შემთხვევაში, ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებაში მითითებული LPM. ეს აბრევიატურა წუთში ლიტრებს აღნიშნავს და აჩვენებს, რა ნაკადით უნდა მიეწოდოს ჟანგბადი პაციენტს. LPM სატურაციის პროცენტი არ არის. სატურაცია სისხლის ჟანგბადით გაჯერებას აჩვენებს, LPM კი აპარატიდან მიწოდებული ჟანგბადის ნაკადს.

თუ ჟანგბადის თერაპია მხოლოდ კონკრეტული პერიოდის განმავლობაშია საჭირო (მაგალითად, რეაბილიტაციის რამდენიმე კვირა), ყველაზე პრაქტიკული გამოსავალი აპარატის ქირაობაა. სანდო პროვაიდერისგან აპარატის ქირაობისას ოჯახი იღებს ტექნიკურად გამართულ მოწყობილობას, რომელსაც ქირაობის პერიოდში პროფესიონალი მოემსახურება. ”ორქა მედიქალისგან” სასუნთქი აპარატის ქირაობის ტექნიკოსი გასტერილებულ მოდელს ადგილზე მიიტანს, მოამზადებს და გამოყენების წესებს განმარტავს. მომხმარებელს ასევე აქვს 24/7 მხარდაჭერა.

კონცენტრატორის ქირაობის შემთხვევაში ოჯახის წევრებს აპარატის მოვლის დამოუკიდებლად სწავლა აღარ უწევთ და შეუძლიათ მეტი ყურადღება ექიმის მიერ დანიშნული რეჟიმის დაცვასა და პაციენტის მდგომარეობას დაუთმონ. სახლში

ზოგ ხანდაზმულ პაციენტს დამატებით ძილის აპნოეც უვითარდება. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება PAP თერაპიაც დანიშნოს. სიპაპ და ბიპაპ აპარატები სასუნთქ გზებში წნევას არეგულირებენ. სიპაპის აპარატი (CPAP) სასუნთქ გზებში სტაბილური დონის დადებით წნევას ინარჩუნებს და ჰაერის უწყვეტი ნაკადი ფიზიკურად უშლის ხელს სასუნთქი გზების დახშობას; ხოლო ბიპაპის აპარატი (BiPAP) პაციენტს წნევას ორ სხვადასხვა დონეზე აწვდის. ჩასუნთქვისას წნევა შედარებით მაღალია, ხოლო ამოსუნთქვისას საგრძნობლად ვარდება. წნევის ამგვარი ცვალებადობა უადვილებს პაციენტს სუნთქვის პროცესი. რომელი მოწყობილობაა საჭირო ექიმი პაციენტის დიაგნოზისა და მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს.

სახლის ჟანგბადის თერაპიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ხანდაზმულ ადამიანს ექიმის დანიშნული პროტოკოლის დაცვა მისთვის ნაცნობ გარემოში შეუძლია. დროებითი საჭიროებისას აპარატის ქირაობა კი ოჯახს მის მოვლას მნიშვნელოვნად უადვილებს. ჟანგბადის ნაკადს, გამოყენების ხანგრძლივობასა და თერაპიის დასრულების დროს კი ექიმი განსაზღვრავს.