2025 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი, ასევე დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები მოინახულა და მათი განთავსების პირობებს გაეცნო.

ამასთან, სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა,  მოინახულა ახლად გახსნილი ხის საამქრო, გაეცნო დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამებს, დაათვალიერა პირადი სივრცეები და შეხვდა და გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას.

 შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით,  ალეკო ელისაშვილმა ჩაამსხვრია თბილისის  საქალაქო სასამართლოს შენობის მინა, შეაღწია კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა და შენობის დაწვა სცადა - ის მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლო გაითვალისწინ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და  თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ ალექსანდრე ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა