საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში 41 წლის მამაკაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს.
როგორც ,,აიპრესს,, შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყებაში დამატებით დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.