რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, დაშავდნენ და ფიზიკური დაზიანება მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა.

ფაქტთან დაკავშირებითგანცხადება გაავრცელა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. სადაც ნათქვამია: თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დაშავდა საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი დავით ბეჟანიშვილი. მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ რეაგირება.

შსს-ს სპეცფორმით აღჭურვილმა ადამიანებმა, აქციაზე ფიზიკურად იძალადეს და დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა, რის გამო მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება არ მიეცა.

1. გურამ როგავა, ტვ ფორმულა; 

2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, პუბლიკა,  

3. დათო ცაგარელი, რადიო თავისუფლება  

4. მარიამ ნიკურაძე, 

5. ნანუკა ქაჯაია, ტვ პირველი 

6. დავით ბიჭიკაშვილი, ტვ პირველის ოპერატორი;

7. გიორგი შეწირული, ტვ პირველის ოპერატორი 

8. ანა მდივანი, ტვ პირველი

9. ნიკო კოკაია, ტვ პირველის ოპერატორი

10. გივი ავალიანი, ნეტგაზეთი

11. ნათია ამირანაშვილი, პუბლიკა

12. გიორგი გოგუა, პროექტი 64

13. ირაკლი მანაგაძე, ექსპრესნიუსი

14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი;

15. იულია კალაბანი, JAMnews-ის რეპორტიორი 

ჯერჯერობით ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების შესახებ ოფიციალური განცხადება საგამოძიებო უწყებას არ გაუვრცელებია.