საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ეროვნულ თეატრში ქართული ანიმაციისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებიც.
საღამოზე შესრულდა ქართული ანიმაციისთვის შექმნილი ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მუსიკა, რომელთა ავტორებიც დიდი ქართველი კომპოზიტორები არიან, კერძოდ: გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, მერი დავითაშვილი, ალექსანდრე ბასილაია, ნუნუ გაბუნია და სხვა.
პროექტის იდეის ავტორი და საღამოს მთხრობელია ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო პროექტის რეჟისორი - ნიკა საბაშვილი.
ღონისძიებაში მუსიკალური ბენდის თანხლებით მონაწილეობა მიიღეს ყველა თაობისთვის საყვარელმა მომღერლებმა: ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუგზარ კვაშალი, ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე, მანანა თოდაძე, ეკა მამალაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ვოკალის აკადემიის კვარტეტი, თეატრალურის კვარტეტი.
ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი იყო ნიკა ნიკვაშვილი, ხოლო მუსიკალური პროდიუსერი - ნეკა სებისკვერაძე.
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ქართული ანიმაციისადმი მიძღვნილი საღამო ასევე 3 აპრილს გაიმართა.