რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს საღამოს გადასცემენ.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. „უშიშროების სამსახურში“ განმარტეს, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე ლევან დოთიაშვილის საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.