დღეიდან, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მეორე ეტაპზე იწყება. ავტომობილის მძოლებს ხვალიდან შეუძლიათ მიმართონ ტექდათვალიერების ცენტრებს.
1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან. მათი რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 110 ათასია.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ეხება:
"ა) ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;
ბ) O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;
გ) ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება);
დ) იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;
ე) სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.
ვ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არ გამოდიან გზაზე (პირობითად: თუ ავტომობილი დგას ავტოსადგომზე რამდენიმე თვის განმავლობაში უძრავად, მფლობელს შეუძლია მას ტესტირება არ ჩაუტაროს, ხოლო როცა გადაწყვეტს ავტომობილის ინსპექტირებას, იგი სადგომიდან ტესტირების ცენტრში აუცილებლად
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი ავტომობილებისთვის ეღირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული ან საბანკო მომსახურების მეშვეობით, ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში. თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე (მოიცავს შაბათ-კვირასაც). თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება ჩატარდება იგივე ცენტრში (მხოლოდ იმაზე, რაზეც დაფიქსირდა ხარვეზი), მომსახურება იქნება უფასო, ხოლო თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება ჩვეულებრივად, დადგენილი წესით. ასევე ტესტირების სრული ღირებულების გადახდა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა გასცდება 30 კალენდარულ დღეს.
აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება (30 კალენდარული დღის განმავლობაში).
მნიშვნელოვანია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა იცოდნენ, რომ არავითარი დამატებითი სირთულეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არ შეექმნებათ - მიდგომა ყველასთვის ერთნაირია, მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
რაც შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ, თუმცა, ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა იკრძალება" - აცხადებენ ეკომონიკის სამინისტროში.