თბილისის მერია კახა კალაძე სოციალურ ქსელში რეაბილიტაცია ჩატარებული ქეთევან დედოფლის გამზირის ფოტოებს აქვეყნებს. 

ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, გამზირს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კერძოდ, საფუძვლიანად შეიცვალა და განახლდა მისიწქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები. 

მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების სისტემები, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები, საჰაერო კაბელები მიწის ქვეშ განთავსდა, მოეწყო მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები, საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე სამფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. 

ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაო, მოეწყო ახალი მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, ე. წ. “BUS LANE”, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მოეწყო კუნძულები და გადასასვლელები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

 სამუშაოების განხორციელების შედეგად, ქეთევან დედოფლის გამზირი მთლიანად მოწესრიგდა, განახლდა და თანამედროვე იერსახე მიიღო.