ცივი ამინდისა და ყინვების პარალელურად, გათბობის სისტემების გამოყენება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხარჯების შემცირება - როგორ გავთბეთ ბიუჯეტურად?
საკითხზე,"რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ენერგო აუდიტორმა ნანი მეფარიშვილმა ისაუბრა.
მეფარიშვილი ყურადღებას ფანჯრისა და კარის დაცვაზე ამახვილებს, რადგან მისი თქმით, ყველაზე მეტი სიცივე სახლში, რკინის კარიდან შედის.
"დავიცვათ ფანჯრები, იქიდან სიცივე შემოდის. ყველაზე მეტი სიცივე შემოდის შემოსასვლელი რკინის კარიდან, რომელიც ყველას გვაქვს. დავათბუნოთ რამენაირად ეს რკინის კარი, შესაძლებელია სქელი ფარდა დავკიდოთ, ან შესაძლებელია ფოლგიანი, ანუ კილიტიანი თბოიზოლაციია გავაკრათ, რაც იჭერს სიცივეს, აღარ უშვებს სახლში და სახლიდან სითბო არ გააქვს გარეთ.
თუ დააკვირდებით, შემოსასვლელი კარი მუდმივად დაორთქლილია, რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო იორთქლება, უფრო მეტი კონდესატი წარმოიქმნება. 2 გრადუსით შეგიცვლით ტემპერატურას მისაღებ ოთახში, თუ რკინის კარს კარგად დაათბუნებთ", - განაცხადა ნანი მეფარიშვილმა.




