2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ აბიტურიენტებს (გარდა ჯანდაცვისა და სახელვებო/სპორტული პროგრამებით დაინტერესბული აპლიკანტებისა) 2020 წლისთვის 3 სავალდებულო საგნის ჩაბარება უწევთ, დადგინდა რომ მათემატიკის მინიმალური ზღვარი დაიწევს და ის მაქსიმალური ქულის 20% იქნება, 25%-ის ნაცვლად.
რაც შეეხება, სახელმწიფო გრანტს. გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა – ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა 2. უცხოური ენა 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა 2. უცხოური ენა 3. დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.