„რომ არა ფონდი „ქართუ“ დღეს იპოდრომის მთელი ტერიტორია განაშენიანებული იქნებოდა“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო დღეს თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტს განიხილავს, რომელსაც რევაზ სოხაძის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
როგორც საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი საინტერესო და ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.