რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მედიკოსები კვლავ აქციას მართავენ. დღეს ისინი ხელმოწერებს აგროვებენ,  რომელსაც პრემიერს წერილთან ერთად გაუგზავნიან. ისინი კობახიძეს მიმართავენ, დაინტერესდეს ქალაქის ყველაზე დიდი საავადმყოფოს საკითხით და შეაჩეროს შენობის დემონტაჟი.

"ახლის აშენება ნგრევით არ უნდა დაიწყონ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამ წერილს მოაწეროს ხელი. ღია წერილი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის ჩართულობას ამ საკითხის გადაწყვეტაში. ამის საფუძველი მოგვცა იმან, რომ საპარლამენტო მოსმენისას ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია რესპუბლიკური ბედი და მხოლოდ და მხოლოდ ექიმების ჩართულობით უნდა მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედის განსაზღვრა. ამიტომ, სანამ დამოკლეს მახვილით კიდია ბრძანებულება 128, რომელიც ითვალისწინებს 5 მარტიდან რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის დაწყებას, რომელიც 15 მარტს უნდა დასრულდეს, მანამდე აქციები გაგრძელდება", - ამბობს მედიკოსი ნინო ოთარიშვილი.