დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.
თითქმის 3 საათზე მეტი ქვეყნის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. შემდეგ კი ეტაპობრივად აღდგა.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით "ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან."
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის გათიშვიდან 9 საათზე მეტი გავიდა, ოფიციალური ინფორმაცია, რა გახდა ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ამ დრომდე არ გავრცელებულა.









