უეფას საკლუბო ტურნირებზე საკვალიფიკაციო წრის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრები მიმდინარეობს.
გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“, უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველ შეხვედრაში „დილა“ კვიპროსის „აპოლონს“ მასპინძლობდა.
შეხვედრა „დილამ“ დიდი ანგარიშით წააგო და განმეორებითი მატჩის წინ მომდევნო რაუნდში მისი გასვლის ისედაც ერთობ მწირი შანსი ნულს მიუახლოვდა.
„დილა“ - „აპოლონი“ 0:4(0:2)
გოლები: 14' ბრენდონ ტომასი 0:1, 28' გაეტან ვაისბეკი 0:2, 51' თედო კიკაბიძე, საკუთარ კარში 0:3, 88' ალენ ოზბოლტი 0:4
გაძევება: 40' ნანა კოფი დონკორი („დილა“, წითელი ბარათი)




