სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის ,იდენტიფიკაციის (ჩიპირება) და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ღონისძიებებს, ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ვეტერინარული მანიპულაციები ტარდება, როგორც სტაციონარულ , ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები, სტანდარტების სრული დაცვით და სტერილური პირობებში ჩატარდეს.
რეგიონებში ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი ადგილზე გაეცნო და აღნიშნა რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს და ეფექტიანად მიმდინარეობს.
„აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას“ -აღნიშნა ალექსანდრე ზურაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ღონისძიებების ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება ფეისბუკ-პლატფორმაზე:
(https://www.facebook.com/profile.php?id=61580338640226&locale=ka_GE).
ასევე ცხოველების მეპატრონეებს და დაინტერესებულმა პირებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს.








