სვანეთის გზაზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე  ქვის ცვენის გამო,  კალა-უშგულის მონაკვეთზე  (კმ170-კმ185)  დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.