დღეს, საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ აქცია-პერფომანსს გამართავს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და კერძო კომპანია „RMG”- ს შორის ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას : ცოტა ხნის წინ მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის მეუღლე კახაბერ ჟღენტი კომპანია RMG( RICH METALS GROUP) -ში კორპორატიული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ამ საკადრო ცვლილებას კი წინ უძღოდა მიმდინარე წლის იანვარში მინისტრ ქუმსიშვილის შეხვედრა RMG -ის ხელმძღვანელ დიმიტრი ტროიცკისთან.
„საყდრისის აფეთქებას კაზრეთის მოსახლეობის სოციალური ინტერესებით ხსნიდნენ და მათ ოქროს კოშკებს ჰპირდებოდნენ, რეალურად ეს კოშკები ქუმსიშვილის მსგავსმა ჩინოვნიკებმა საკუთარ კეთილდღეობას აუშენეს. „ქართუ ბანკის“ ხაზინადარობიდან ეკონომიკის მინისტრობამდე და ვიცე-პრემიერობამდე ქუმსიშვილმა მან რეკორდული სისწრაფით გაიარა.“-ამბობს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე.
აქცია-პერფორმანსი: „ქუმსიშვილის ოქროს კოშკები“ 11 საათზე დაიწყება.