"ქრისტე აღდგა!" თუ "ქრისტე აღსდგა" - ყოველ აღდგომას თან მოყვება ხოლმე დისკუსია, რომელია სწორი ფორმა. როგორც ირკვევა, ამაზე მეცხრამეტე საუკუნეშიც კამათობდნენ. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მე-19 საუკუნის აღდგომის მისალოც ბარათებს აქვეყნებს.

"ეს მეცხრამეტე საუკუნის მისალოცი ბარათებია. ეტყობა მაშინაც ამაზე ვკამათობდით ცხარედ - აღდგა თუ აღსდგა. არადა, ის გამოთქმა: ,,ეშმაკი დეტალებშია" ცოტა რომ გადავაბრუნოთ და საკითხი გავასიმბოლუროთ: მარტო აღდგა გვახსოვს და ქრისტე გვავიწყება (განაზოგადეთ ეს თემა სხვა საკითხებზეც) შეიძლება ესეც არის ჩვენი ერთი მთავარი პრობლემა. p.s. ენობრივი საკითხების დადგენის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ,აღდგას, ვიყენებ.თუმცა ხალხური ტრადიცია ,აღსდგასაც' გვთავაზობს, რაც უპრობლემოდ შეიძლება იქცეს პარალელურ ნორმად." - წერს გიორგი კეკელიძე.