ქეთა გაბიანი: ძალიან უზრდელური პოსტი იყო და წავშალე - მე ვუთხარი თეა წულუკიანს, რომ ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო
1665410914
თბილისის საქალაქო სასმართლოში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი ქეთა გაბიანის წინააღმდეგ დღეს მოწმის სტატუსით დაიკითხა.
თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის ქეთა გაბიანის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაწყო- “ვისაც ასეთების ხალისუფლებაში ყოფნა გენატრებათ, ვეღარ ნახავთ”
საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.
თავად ქეთა გაბიანი აცხადებს რომ პოსტი უზრდელური იყო და მალე წაშალა
"არც მახსოვდა. ძალიან უზრდელური პოსტი იყო და წავშალე. მერე ვიღაცას დაუსქრინია. ატეხილა ამბავი, რომ აღქმული იყო როგორც მუქარა .
მე ვუთხარი თავად ქალბატონ თეას, რომ რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანს და აბსოლუტურად მიუღებელი იყოს მისი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პოზიცია, ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ჩემი მხრიდან და ამიტომ წავშალე. ვფიქრობ, ამ ყველაფერს ასეთი ამბავი არ უნდა მოჰყოლოდა“, - განაცხადა ქეთა გაბიანმა "ქრონიკასთან".
კულტურის მინისტმა კი დღეს ჟურნალისტებთნ განმარტა, რატომ დაიწყო სამართლებრივი პროცედურები ქეთა გაბიანის წინააღმდეგ.
„ეს ჩემი საქმე მოწმობს იმას, რომ ყოველთვის აქვს აზრი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას. ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ. თორემ, ჩვენ არც ლანძღვა გვიკვირს, არც დაკნინება, არც ვერბალური თავდასხმები. ამას შევეგუეთ. ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შევეგუოთ.
პროცესი სისხლის სამართლებრივი პროცედურების დაცვით წარიმართა და შესაძლებლობა მქონდა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით ჩვენება მიმეცა" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ეს არის პოსტია, რის გამო სასამართლოში დავა მიმდინარეობს.