პროტოკოლი: მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ით პაციენტების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის
1585138707
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი, 37-გვერდიანი პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ 24 მარტს დაამტკიცა.
" მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ით პაციენტების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის. თუმცა ინფექციის გადაცემის პრევენციისთვის აუცილებელია პაციენტის იზოლაცია.
პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სიმტომური მკურნალობა, მათ შორის ცხელებით პაციენტებში - ანტიპირეტული საშუალებების მიცემა.
პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ დაავადების გართულების სიმპტომების შესახებ. ამ სიმპტომების გამოჩენისთანავე პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ კლინიკას"-აღნიშნულია პროტოკოლში.
ცნობისთვის, 37 გვერდიან დოკუმენტში, სადაც მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტებია დამტკიცებული განთვსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური სამინისტროს გვერდზე ”ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა – (პროტოკოლი)”
პროტოკოლი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოების მიერ შემუშავებული COVID-19-ის კლინიკური მართვის პროტოკოლებს და რეკომენდაციებს, აგრეთვე, სხვადასხვა გავლენიან ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს.




