ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში დასრულდა სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში.

საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონატზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა. რეგიონალური შეჯიბრებებიდან ფინალში დაშვებულ 124 გუნდს შორის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა 55-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ მან უკან ჩამოიტოვა კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდი.

I-IV დაიკავეს და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:

1. პეკინის უნივერსიტეტი
2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
3. ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი „უმაღლესი ეკონომიკური სკოლა" (მოსკოვი)
4. ოქსფორდის უნივერსიტეტი

V-VIII ადგილებზე გავიდნენ და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდნენ:

5. მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი
6. სეულის ეროვნული უნივერსიტეტი
7. კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
8. მედისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი

IX-XII ადგილები დაიკავეს და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ:

9. ტოკიოს უნივერსიტეტი
10. ცინხუას უნივერსიტეტი
11. ნანკინის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტი
12. ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტი

16. სანკტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი

19. ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი „უმაღლესი ეკონომიკური სკოლა" (სანკტ-პეტერბურგი)
20. ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი
21. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი

27. ხარკოვის რადიოელექტრონიკის ეროვნული უნივერსიტეტი

29. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

39. სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

45. ალმათის ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო უნივერსიტეტი

48. ნიჟნი ნოვგოროდის სახელმწიფო უნივერსიტეტი

55. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

60. კემბრიჯის უნივერსიტეტი

64. ასტანის ინფორმაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

66. ურალის ფედერალური უნივერსიტეტი

80. მოსკოვის ფოლადის და შენადნობების ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

93. ინოპოლისის უნივერსიტეტი (რუსეთი, თათრეთი)

99. აზერბაიჯანის უნივერსიტეტი

113. უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტი