საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდადებული შეიწყალა.
საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდადებული შეიწყალა, საიდანაც 6 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდადებულს.