Presa.ge-ს რედაქტორი გიორგი კაპანაძე თავისუფალია

1558274712
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"საინფორმაციო სააგენტო "პრესა.ჯი"-სა და "itv"-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე გათავისუფლებულია, მან პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა.
დღეს, 13:00 საათისთვის, ქ. ზუგდიდში, სანკტ-პეტერგურგის ქუჩაზე, გიორგი კაპანაძე, მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, რომ შეეწყვიტა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანასა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმება და დათვალიერება, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და ამავე დროს დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.
მოგვიანებით, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ზუგდიდში, სოხუმის ქუჩა, რესტორან „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, გიორგი კაპანაძემ განახორციელა ანალოგიური ქმედება, რა დროსაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება.
პოლიციამ გიორგი კაპანაძე დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე. ფაქტზე აღნიშნული მუხლებით გრძელდება ადმინისტრაციული საქმის წარმოება".