საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებაზე მილოცვას სოციალურ ქსელში ავრცელებს
"ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.
სწორედ თქვენი ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს. მჯერა, არაერთ წარმატებას მიაღწევთ.
მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია ჩვენი პედაგოგების როლი. მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და ლექტორს ამ საპატიო მისიის ერთგულად შესრულებისთვის.
ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!" - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში, რომელიც "ფეისბუკზე" გამოქვეყნდა.










