პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქის ინიციატივას "ყოველთა ქართველთა კონგრესის" ჩატარების შესახებ მიესალმება და მზადყოფნას მოთქვამს მის ჩატარებას ხელი შეუწყოს. 

"მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით. 

ეს არის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცემს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ყველანაირი რესურსის გაერთიანება და კონსოლიდაცია მოვახდინოთ. 

გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას მაქსიმალურად შევუწყო ხელი კონგრესის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ქართველი ერის გაერთიანებას და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი. 

ცნობისათვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მოუწოდა თითოეულ ქართველს, ვისაც უცხოეთში ჰყავს ახლობელი და ნათესავი, შეადგინონ ამ ადამიანების სია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს საქართველოში ყოველთა ქართველთა კონგრესი პირველად გაიმართება.