სპეციალურ პენიტენციური სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მსჯავრდებულს მყისიერად გაეწია პირველადი დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ.
მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო მანიპულაცია (მათ შორის რენტგენიც, რომელზეც არანაირი დაზიანება არ დადგინდა) რის შემდეგაც მას დაურეგულირდა მონაცემები." - განუცხადეს "აიპრესს" პენიტენციურ სამსახურში.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"მიშამ გუშინ გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავის და კიდურების დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება. თბილისიდან სასწრაფოდ გამოიძახეს პენიტენციურის ექიმები. 2021 წლიდან რამდენიმე ქრონიკული დაავადება რაც სავარაუდოდ იყო ამ ამბის მიზეზიც."






