ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ 23 ნოემბერს გიორგობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქაშვეთის ეკლესიაში ჩატარდება.
"ხუთშაბათს არის ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაული-გიორგობა. წირვა-ლოცვა ჩატარდება ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში და საღამოს იქნება ახალმომანათლულების დალოცვა, 600-ზე მეტი ბავშვი ინათლება. ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ!",-ბრძანა პატრიარქმა.




