საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილეს ულოცავს.
"ჩვენი დროის უთვალსაჩინოეს რეჟისორს, ბატონ ელდარ შენგელაიას, გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს.
თქვენ, ღვთის ნებით, მოგეცათ შესაძლებლობა, თქვენი საქმიანობით, თქვენი შემოქმედებით გემსახურათ ხალხისთვის და ყოფილიყავით სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებელი.
თქვენი განსხვავებული ხედვა და მარადიული თემების ახლებურად წარმოჩენა უკვდავებასთან წილნაყარს ხდის თქვენს შემოქმედებას და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს.
ღმერთმა დაგლოცოთ და კვლავაც დიდხანს გამსახუროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი." - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.