პარლამენტთა კვლავ შეიკრიბა საპროტესტო აქციის მონაწილეები. რომლებიც პრემიერმინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიტიკოსებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ". რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.
აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
გუშინდელი აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. რამდენჯერმ მოხდა დემონსტრანტებსა და საპოლიციო დანაყოფებს შორის დაპირისპირება,დაშავებულთა შორის არიან აქციის მონაწილეები, სამართალდამცველები, ჟურნალისტები.
საინფორმაციო სააგენტო "აიპრესი" გმობს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებზე მომხდარ ფიზიკური ძალადობას.
პ.ს. "აიპრესის" გუნდი ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და სოლოდარობას უცხადებს კოლეგებს.
ცნობისთვის, შსს-ს სპეცფორმით აღჭურვილმა ადამიანებმა, აქციაზე ფიზიკურად იძალადეს და დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა, რის გამო მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება არ მიეცა. ეს კოლეგების არასრული სიაა, რომლების პროფესიული მოვალეობის დროს დაშავდნენ.
1. გურამ როგავა, ტვ ფორმულა;
2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, პუბლიკა,
3. დათო ცაგარელი, რადიო თავისუფლება
4. მარიამ ნიკურაძე,
5. ნანუკა ქაჯაია, ტვ პირველი
6. დავით ბიჭიკაშვილი, ტვ პირველის ოპერატორი;
7. გიორგი შეწირული, ტვ პირველის ოპერატორი
8. ანა მდივანი, ტვ პირველი
9. ნიკო კოკაია, ტვ პირველის ოპერატორი
10. გივი ავალიანი, ნეტგაზეთი
11. ნათია ამირანაშვილი, პუბლიკა
12. გიორგი გოგუა, პროექტი 64
13. ირაკლი მანაგაძე, ექსპრესნიუსი
14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი;
15. იულია კალაბანი, JAMnews-ის რეპორტიორი
ჯერჯერობით ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების შესახებ ოფიციალური განცხადება საგამოძიებო უწყებას არ გაუვრცელებია.