2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ დავით ცინდელიანის დედას, ქალბატონ თამარ არღვლიანს, გია ანსიანს და გიორგი ჭოლაძეს მოუსმენს.

19 ივნისს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.

სხდომაზე განსახილველი საკითხებია დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე, ასევე, 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები.

სხდომაზე მოწვეულნი არიან დავით ცინდელიანის დედა, ქალბატონი თამარ არღვლიანი და ბატონები - გია ანსიანი და გიორგი ჭოლაძე.