დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესაწყვეტად რუსეთისთვის მის მიერ დაანონსებული ახალი ვადა ათ დღეს შეადგენს და ათვლა 29 ივლისიდან იწყება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ დაანონსებული ახალი საბოლოო ვადა რუსეთისთვის, რათა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, შეადგენს 10 დღეს და ათვლა იწყება 29 ივლისიდან.

ამის შესახებ ტრამპმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპს როდესაც სთხოვეს, დაეზუსტებინა, როდის იწყება რუსეთის ხელმძღვანელობისთვის ახალი ვადა უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით, ტრამპმა განაცხადა: „10 დღის ათვლა იწყება დღევანდელი დღიდან“.

„შემდეგ ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და სხვა ზომებს. არ ვიცი, ეს იმოქმედებს თუ არა რუსეთზე, რადგან აშკარაა, რომ რუსეთს სურს ომის გაგრძელება, მაგრამ ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და სხვა ზომებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა 28 ივლისს გამოთქვა იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ და განაცხადა, რომ შეამცირებს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთისთვის მანამდე განსაზღვრულ 50-დღიან ვადას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ტრამპის მიერ რუსეთისთვის განსაზღვრულ ახალ ვადას.

თარგმანი: პირველი არხი