კლინიკა „მედიქლაბში“ აცხადებენ, რომ სწავლების დროს დაშავებულ ორ ამერიკელ სამხედროს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.
როგორც „მედიქლაბის“ სამედიცინო დირექტორმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, ორ დაშავებულ სამხედროს კვლევების შედეგად სერიოზული დაზიანება არ გამოუვლინდა, მაგრამ დაკვირვების მიზნით მათი კლინიკაში დატოვება გადაწყდა.
სერგეენკოს განცხადებით, სამხედროებს დაჟეჟილობა აქვთ.
შემთხვევა დღეს კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში სწავლების დროს მოხდა. ორი სამხედრო სწავლებისას მანქანის ამოყირავების შედეგად დაშავდა.