"ოდესმე ჩაგიკრავ შვილო გულში",-ლაგოდეხის ნაკრძალში, ექსკურსიისას დაღუული სოფი ნიკოლეიშვილის დედა, იმ რეინჯერს მიმართავს, რომელმაც გოგონას ცხედარი ჩანჩქერიდან ამოიყვანა.
"მადლობა შვილო შალვა,ჩემი სოფის გარეშე რომ არ დამტოვე..რომ თავი გადადე მისი ამოსაყვანად იმ სასტიკი და დაუნდობელი ადგილიდან. როცა ძებნა 24 საათი მიმდინარეობდა,იმედი გადამეწურა. მიპოვნიდნენ თუ არა შვილის ცხედარს და წარმოდგენაც არ მინდოდა ამის, შენ შეუძლებელი შეძელი შვილო. არავინ გავალებდა და შენი გულისტკივილით და თავგანწირვით ამომიყვანე სოფი ჯურღმულიდან. დაგლოცოს ყველანაირმა კეთილმა ძალებმა. იხარე ასეთი ვაჟკაცობისათვის. დასაფლავების დღეს ჩამოსულხარ შენივე ინიციატივით . ეს გვიან გავიგე დედი...მადლიერება ხალხო ამ ადამიანს,რომლისთვისაც სხვისი ჭირი უცხო არ არის და არც ეს ყოფილა პირველი შემთხვევა. აი,ვის უნდა უძღვნიდნენ გადაცემებს რადიო-ტელევიზია თუ ბეჭდვითი მედია უთმობდეს ადგილს. ეს ბიჭი შალვა გელაშვილია.25 წლის ვაჟკაცი, ლაგოდეხის მკვიდრი. ოდესმე ჩაგიკრავ შვილო გულში...." - წერს ლანა ფარნავა.