ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მძღოლებს ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეეძლებათ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.








