დავით ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა ელექტრონული სანოტარო აქტის დანერგვაზე ნოტარიატში.
ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით ნოტარიუსთა პალატაში უკვე მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებაზე.
გაციფრულების პროექტი ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეისათვის საქართველოს ნოტარიატი ასრულებს ისეთ დისტანციურ სანოტარო მოქმედებებს, როგორიცაა: მინდობილობა, განცხადება/გარიგება, კომპანიის კრების ოქმის დადასტურება.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სხდომა რომში გაიმართა და მას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან ერთად კოლეგები საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდანაც ესწრებოდნენ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. ქართველი ნოტარიუსები ჩართული არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად.