საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში, ამერიკაში მოღვაწე ხუთი ქართველი კომპოზიტორის( დავით ჭკუასელი, ლალი საბანაძე, გიორგი მიქაძე, კოკი ლორთქიფანიძე, გიორგი ოუქლი) ქართული თანამედროვე მუსიკის საღამო გაიმართა.

ღონისძიება, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, The Association of Modern Georgian Artists -მა , Global Music Partnership-თან თანამშრომლობით ჩაატარა.

ორგანიზატორების განცხადებით, საღამოს მიზანი ქართული თანამედროვე აკადემიური მუსიკის პოპულარიზაციაა მთელ მსოფლიოში.